გიფგრაფი

ვინ არის გიფგრაფი?

გიფგრაფი არის ხელოვანი ადამიანი , რომელიც წვეულებაზე ჯადოსნური კამერით მოდის და იღებს მოძრავ ფოტოებს. გიფგრაფი არის აქტიური, მხიარული და მეგობრული. რაც მთავარია, არ შეგაწუხებთ და არც უყურადღებოდ არ დაგტოვებთ! მისთვის მთავარია დაინახოს გამორჩეული მომენტი, რომელსაც შემდგომ მოძრავ ფოტოდ აქცევს!

 

ულიმიტო შესაძლებლობები!

გიფგრაფი აფიქსირებს ისეთ კადრებს, რასაც ვერც ერთი, ერთ ადგილზე მდგომი გიფის აპარატი ვერ შეძლებს. ის თვითონ ეძებს მომენტებს და თავად ქმნის გიფს!

 

სწრაფი, ახალი და ინოვაციური

გიფგრაფის გადაღებული მოძრავი ფოტოები შეგიძლიათ იმ წამსვე ნახოთ, გაიგზავნოთ SMS-ის სახით და გააზიაროთ სოციალურ მედიაში.